პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებმა ლექსიკონის რვეულებში მოაგროვეს 300–ზე მეტი ახალი, მათთვის უცნობი სიტყვა. სიტყვები შეგროვილია და ამოწერილია როგორც სახელმძღვანელოდან – ტექსტების სწავლის დროს, ასევე ყოველდღიური მუშაობისას წარმოთქმული, აღმოჩენილი და პედაგოგის მიერ კლასშივეა განმარტებული. ბავშვების დახმარებით მომზადდა ლექსიკონის ელექტრონული ვერსია, ხოლო შემდეგ ამობეჭდილ იქნა ფერად ფურცლებზე და აიკინძა ერთ წიგნად.
წლის განმავლობაში ლექსიკონზე მუშაობის დროს მოსწავლეები ქმნიდნენ ილუსტრაციებს: ხატავდნენ განმარტებული სიტყვების თავიანთეულ წარმოსახვით ვერსიას. ასე დასურათდა მრავალი სიტყვა: გლობუსი, მზეთუნახავი, კიჭუტი, ასტამი, ამალა, გამომზისგულდა და სხვა. საინტერესოა მოსწავლეთ ეს ნამუშევრები იმით, რომ ეს არის მათი ფანტაზიის ნაყოფი, ანუ ის ვერსია თუ როგორ აღიქვეს მათ ესა თუ ის სიტყვა.
ეს ილუსტრაციები თან ერთვის წიგნად აკინძულ ლექსიკონს როგორც ვიზუალური მასალა, ახალისებს მას და თანაც ზუსტად განმარტავს სიტყვების მნიშვნელობებს.
პროექტის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ჩატარდა კონკურსი „სიტყვის კაცის სიტყვის სკივრი“, რომლის დროსაც ბავშვებს ვთხოვდი განემარტათ ესა თუ ის სიტყვა ლექსიკონიდან. სწორი პასუხის შემთხვევაში აგროვებდნენ ქულებს. ბოლოს შევაჯამეთ შედეგები და გამოვავლინეთ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ისინი მონდომებით სწავლობდნენ ახალ სიტყვებს და ცდილობდნენ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურ გამოვლენას.
პროექტის მიზანიც ეს იყო–ესწავლათ მოსწავლეებს რაც შეიძლება ბევრი ახალი ქართული სიტყვა და მათი მნიშვნელობები, რათა გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.
четверг, 17 июня 2010 г.
воскресенье, 6 июня 2010 г.
четверг, 3 июня 2010 г.
вторник, 1 июня 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)